კინო

სერიალი “შავი სარკე” გრძელდება

შავი სარკე ბრიტანული სამეცნიერო ფანტასტიკური ანთოლოგიური ტელესერიალია, რომელიც ჩარლი ბრუკერის მიერ შეიქმნა. მისი თემები ბნელი ხასიათისაა და სატირულია, ხოლო ეპიზოდებში განიხილება თანამედროვე საზოგადოება, განსაკუთრებით – მასზე ტექნოლოგიების ზემოქმედების შედეგი. ყოველი ეპიზოდი ცალკე ფილმია, რომლის მოქმედება ძირითადად კაცობრიობის მიმდინარე ან შორეულ მომავალში მიმდინარეობს.

როდის გამოვა მეოთხე სეზონი?

ედინბურგის საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალზე ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ შავი სარკის ექვსი სერია გამოვიდოდა, მაგრამ კონკრეტული თარიღი დღემდე უცნობია.

ჩარლი ბრუკერი ივლისში ჯერ კიდევ მეოთხე სერიაზე მუშაობდა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მეოთხე სერიის გადაღებები ლონდონში მიმდინარეობდა და ასევე ეს შეიძლება ქრონოლოგიურად მეოთხე სერია არ ყოფილიყო.

თუ მეოთხე სეზონიც შარშანდელივით გამოვა, მაშინ მაყურებელი მას ოქტომბრისთვის უნდა ელოდნენ.

რა მოხდება მეოთხე სეზონში?

ჩარლიმ განაცხადა, რომ მეოთხე სეზონში, თითოეული სერია სხვადასხვა ჟანრის იქნება. წინა სეზონებში ჩარლი ბურკერმა გადაიღო ორ-ორი სერია და დანარჩენები გამოვიდა შემდეგ, რის გამოც ყოველი მომდევნო სერია წინისგან ჟანრით განსხვავდებოდა. ამის გამო, ისინი აპირებენ, რომ მეოთხე სეზონიც წინების მსგავსად გადაიღონ. ამასთან ერთად, ჩარლიმ თქვა, რომ წინა სეზონებთან შედარებით, მეოთხე კომედიურ ჟანრშიც გადის, მაგრამ იქ იქნება ბევრი ცუდი და უსიამოვნო რამ, რომელიც მასაც კი არ უნახავს აქამდე.

კომენტარები

კომენტარი