ლიტერატურა

ახალგაზრდა მწერალი ცოტნე ცხვედიანი სხვა აქტივისტებთან ერთად დააკავეს

ახალგაზრდა მწერალი ცოტნე ცხვედიანი, აუდიტორია #115-ის და პროფკავშირის წევრებთან ერთად დააკავეს.

აქტივისტები რკინიგზელების პრობლემის გარშემო გაერთიანდენ. მოშიმშილეება პროტესტის გაგრძელება რკინიგზის ფოიეში გადაწყვიტეს, თუმცა პოლიციამ მოშიმშილეებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აუდიტორია 115-ის წევრის, გიორგი ჯავახაძის განცახდებით რკინიგზელთა აქციაზე დაკავებული ადამიანები დიღომში ჰყავთ. მათ იურიდიულ დახმარებას EMC, საია, და პროფკავშირების იურისტი უწევენ. ხვალ დილით გაიმართება პროცესი.

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით კი აქტივისტები შიმშილობას ციხეში გააგრძელებენ.

 

კომენტარები

კომენტარი