ლიტერატურა

წიგნები, რომლებიც აკრძალეს

„ARTNEWS-ი“ გთავაზობთ სიას, რომელშიც ნახავთ იმ წიგნებს, რომლებიც მმართველი პარტიების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში აიკრძალა.

ალისა საოცრებათა ქვეყანაში – ლუის კეროლი

ალისა გარკვეული დროით აკრძალული იყო ჩინეთში, რადგან ამ წიგნში ცხოველები ლაპარაკობენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ადამიანებისა და ცხოველების ერთად განხილვა კატასტროფის ტოლფასია.

 გრეის 50 ელფერი- ერიკა მიჩელი (ჯეიმზი)

ერიკას ნოველა თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ ეროტიულ ნაწარმოებად. ეს წიგნი ძალიან ბევრმა ბიბლიოთეკამ აკრძალა. იგი მალაიზიაში აიკრძალა როგორც წიგნად, ისე ფილმად.

ცხოველების ფერმა – ჯორჯ ორუელი.

ჯორჯის კლასიკა დიდი ხნის მანძილზე იყო აკრძალული საბჭოთა კავშირში კომუნიზმის გამო, ის ასევე დიდი ხნის განმავლობაში იკრძალებოდა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. ანთროპომორფული თემის გამო, ჩრდილოეთ კორეაში მისი წაკითხვა დღესაც შეუძლებელია, ხოლო ვიეტნამში ეს წიგნი ცენზურაშია გატარებული.

და ვინჩის კოდი – დენ ბრაუნი

დენ ბრაუნის ბესთ-სელერი დიდი ხნის გამო იყო აკრძალული ლებანონში. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ის „მცდარი“ და შეურაცხმყოფელია ქრისტიანობისთვის.

ძმები გრიმების ზღაპრები – ძმები გრიმები

მას შემდეგ, რაც ნაცისტურ პროპაგანდაში კონკრეტული თემები გააღმერთეს, ოკუპირებულ გერმანიაში დიდი ხნით აიკრძალა ძმები გრიმების ზღაპრები.

კენტერბერიული მოთხრობები – ჯეფერი ჩოსერი.

აშშ-ში ამ კლასიკურმა ნაწარმოებმა გარკვეული დრო დაჰყო აკრძალულ წიგნთა სიაში. ფედერალური კანონმდებლობა ხელს უშლიდა ამ წიგნის გავრცელებას.

ექიმი ჟივაგო – ბორის პასტერნაკი.

ამ ეპიკურმა სასიყვარულო ნაწარმოებმა საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ძალიან გააბრაზა, რის გამოც ავტორმა ვერ გამოსცა. სამაგიეროდ ეს ნაწარმოები, როგორც კონტრაბანდა, ისე გავრცელდა აშშ-ში და ნობელის პრემიაც დაიმსახურა ლეტერატურაში.

ფრანკენშტეინი – მერი შელი.

1955 წელს მერის წიგნი სამხრეთ აფრიკაში აიკრძალა თავისი „უხამსი“ შინაარსის გამო.

ულისე – ჯეიმს ჯოისი.

აშშ-ში „ულისე“ იქამდე იყო აკრძალული, სანამ წიგნმა გარკვეულ ლიტერატურულ წარმატებას არ მიაღწია და კონკურსები არ მოიგო.

ეშმაკეული აიები – სალმან რუშდი

მუსლიმურმა საზოგადოებამ ჩათვალა, რომ რუშდის შემოქმედება ისლამს ბილწავს.”სატანური ლექსების” გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში ინგლისსა და მთელ მსოფლიოში, წიგნის აკრძალვის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გაიმართა.ვენესუელაში რუშდის ნაშრომის წაკითხვისთვის 15-თვიანი პატიმრობა შემოიღეს, იაპონიაში კი წიგნის გამყიდველებს აჯარიმებდნენ.

კომენტარები

კომენტარი