კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად სპეციალური კომისია შეიქმნა

ქართული ფილმის ოსკარზე წარსადგენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც კომპეტენტური კინემატოგრაფებით, რეჟისორებით, ოპერატორებითა და მსახიობებითაა დაკომპლექტებული, ის სულ 9 წევრისგან შედგება:

1. კახი კანდელაკი – კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
2. ლანა ღოღობერიძე – რეჟისორი
3. კოტე ჯანდიერი – სცენარისტი
4. ოთარ შამათავა – რეჟისორი-პროდიუსერი
5. ია სუხიტაშვილი – მსახიობი
6. არჩილ ახვლედიანი – ოპერატორი
7. გიორგი ოვაშვილი – რეჟისორი
8. ქეთი ტრაპაიძე – კინომცოდნე
9. ზურაბ მაღალაშვილი – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიამ ეროვნულ კინოცენტრს თხოვნით მიმართა იმისათვის, რომ ქართული ფილმებიდან ერთ-ერთი აერჩიათ და ნომინაციაში “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი” წარედგინათ.

კომენტარები

კომენტარი