ლიტერატურა

ქართველი მწერლები ბორჯომისთვის ერთიანდებიან

ბორჯომის ხეობის გადასარჩენად ქართველი მწერლები ერთიანდებიან. ისინი, შეძლებისდაგვარად, კამპანიაში „ბორჯომისთვის“ ჩაერთვებიან და ხეების დარგვით ან სხვადასხვა აქტივობით შეიტანენ წვლილს დამწვარი ბუნების აღდგენაში:

„თხოვნით მივმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული მიწა და ბუნება – შემოგვიერთდით! ერთად აღვადგინოთ სტიქიური უბედურებისგან დამწვარი ბორჯომის ტყე. ხეობა, რომელიც ქვეყნის ფილტვები და სასუნთქი არხია, ჩვენი სასიცოცხლო სივრცე და უნიკალური ფასეულობაა.
ქართველი მწერლები მოვალენი ვართ ვიყოთ ბუნების ყველაზე დიდი მსმენელისა და გულშემატკივრის ვაჟა-ფშაველას იდეების და საქმის გამგრძელებლები, ვალდებულები ვართ აღვადგინოთ დარღვეული ჰარმონია და ამ კამპანიაში ჩავერთოთ რითიც შეგვიძლია – სიტყვით თუ საქმით, ფიზიკური ძალით თუ შემოქმედებით.“- აცხადებენ გამომცემლობები და მწერლები.

კომენტარები

კომენტარი