კულტურა ლიტერატურა

კონკურსი ვეფხისტყაოსნის ზეპირად ცოდნაში

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგნეტოსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, „ვეფხისტყაოსნის ზეპირადმცოდნეთა კონკურსი 2017“  ჩატარდება. მათი განცხადებით, კონკურსში ჩაერთვებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს ტრადიცია შემოინახეს და ზრუნავენ მის შენარჩუნებაზე.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, რომელიც აქტიურად უჭერს ამ პროექტს მხარს, კონკურსის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ჩართვა ვეფხისტყაოსნის ზეპირად ცოდნის ტრადიციის შენარჩუნებაში და  იმ პირთა გამოვლენა, რომლებიც აგრძელებენ ამ ძვირფას ტრადიციას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, განურჩევლად ასაკისა. მსურველებს რეგისტრაცია კი 30 სექტემბრამდე შეეძლებათ.

კონკურსი იმართება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის. საინფორმაციო პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კომენტარები

კომენტარი