ლიტერატურა

გურამ რჩეულიშვილის ბევრისთვის უცნობი ისტორია

გურამ რჩეულიშვილი 1934 წლის 4 ივლისს, ქალაქ თბილისში დაიბადა. იგი მწერალი და პოეტი გახლდათ. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: “შემოდგომა ბაბუა კოტესი”, “სათაგური”, “სიყვარული მარტის თვეში”, “ნელი ტანგო”, “თვირთვილა”, “უსახელო უფლისციხელი” და “სიკვდილი მთაში”. მოთხრობათა პირველი კრებული “სალამურა” მისი გარდაცვალების შემდეგ, 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით.

გურამ რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით. იგი მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა კიდეც და შეიძლება ითქვას, რომ იპოვა. იგი სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა. 1960 წლის 23 აგვისტოს, 26 წლისა ქალაქ გაგრაში ტრაგიკულად დაიღუპა, როცა ზღვაში უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად გადაეშვა. გურამი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი