ლუდის ქართულმა ბრენდმა “არგო” კომპანიის რებრენდინგის ფარგლებში ლუდის ახალი სერია, სახელწოდებით „განსაკუთრებული (სპეციალური) გამოფენა“ გამოუშვა. ჩამოსხმის ახალ შეფუთვებზე შევხვდებით 11 თანამედროვე ქართველი ხელოვანის 15 უნიკალურ ნამუშევარს , რომლითაც პირველ ეტაპზე 120 000 ბოთლი გაფორმდება. ორიგინალური გაფორმების მქონე ლუდის შეძენა კი ქართულ სუპერმარკეტებში იქნება შესაძლებელი.
ბოთლებზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორები შემდეგი ხელოვანები არიან: ვანო საღინაშვილი, მუსია ქებურია, თამუნა წახნაკია, სანდრო ბაღაშვილი, გვანცა ჩიჯავაძე, ლევან ამაშუკელი, მიშიკო სუალაკაური, გიორგი გამზარდაშვილი, ტიტიშკა ტი, სანდრო წივწივაძე, მიშა ნემსაძე, ნინა ეკი, შოთა უჯმაჯურიძე, ნატუკა ნაცვლიშვილი.
წყარო: www.georgianjournal.ge
კომენტარები
