საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

უიტნი ჰიუსტონი, B.I.G. და Depeche Mode როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევლენ

ცნობილი გახდა იმ მომღერალთა და მუსიკალურ ჯგუფთა ვინაობა, რომლებიც 2020 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევლენ. მუსიკოკთა სია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

სიაში მოხვდენენ: უიტნი ჰიუსტონი, Depeche Mode, ჯგუფები Nine Inch Nails-ი, T. Rex-ი, The Doobie Brothers-ი და რეპერი The Notorious B.I.G.

აღსანიშნავია, რომ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 900 კაცი მუსიკოსია შესული. უიტნი ჰიუსტონი კი 70-ე ქალი იქნება, რომელსაც ეს პატივი ერგო.

2020 წლის რიგით 35-ე საზეიმო ცერემონია 2 მაისს გაიმართება. ორგანიზატორთა ცნობით, წელს, მისი ტრანსლაცია პირველად მოხდება ტელეარხ HBO-ზე.

კომენტარები

კომენტარი