ვიდეოები კინო

ნახეთ: “Sex Education”-ის ახალი ტრეილერი გავრცელდა

რამდენიმე საათის წინ, Netflix-მა სერიალ “სექსუალური განათლების” მეორე სეზონის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა.

როგორც იცით, მეორე სეზონში მთავარი გმირის, ოტისის დედა სკოლაში იწყებს მუშაობას, რათა სექსუალურ ჯანმრთელობაზე ისაუბროს. გარდა ამისა, რაც მეივს სკოლიდან გააგდებენ, ოტისი სექსუალური განათლების გაკვეთილებს თავის თანატოლებს აღარ უტარებს.

ახალი ტრეილერიდან ჩანს, რომ ოტისი ძალიან ბედნიერია ოლასთან უერთიერთობით. მეივი კი ცდილობს ოტისის მიმართ მოულოდნელად გაჩენილ გრძნობებს გაუმკლავდეს.

სერიალის პირველი სეზონი 2019 წლის იანვარში გამოვიდა და მაყურებლისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონის პრემიერა 17 იანვარს შედგება. 

კომენტარები

კომენტარი