ლიტერატურა

მწერალთა სახლში ლია სტურუას პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 16 იანვარს, 18:30 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება ლია სტურუას პოეტური კრებულის პრეზენტაცია.

წიგნი საიუბილეო გამოცემაა და პოეტის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოიცა.

ლია სტურუას პოეტური კრებული, რომელიც გამომცემლობა ბაკმმა გამოსცა, ბოლო წლების განმავლობაში შექმნილ ლექსებს აერთიანებს. წიგნის პოეტური ქსოვილი თემატურად და ჟანრობრივად ისეა დალაგებული, რომ ერთ მთლიანობას ქმნის.

წიგნი გამოიცა საქრთველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის პროგრამის ხელშეწყობის ფარგლებში.

ღონისძიების მოდერატორები კატო ჯავახიშვილი და გიორგი კეკელიძე იქნებიან.

კომენტარები

კომენტარი