კინო

ნახეთ: BoJack Horseman-ის ბოლო ნაწილის თრეილერი გავრცელდა

გუშინ, 15 იანვარს, სტრიმინგ-სერვისის Netflix-ის ოფიციალურ იუთუბ არხზე BoJack Horseman-ის ბოლო ნაწილის თრეილერი გავრცელდა.

მეექვსე სეზონის მეორე ნაწილის ბოლო 8 ეპიზოდი 31 იანვარს გამოვა და ანიმაციური სერიალი ამით დასრულდება.

BoJack Horse-ი ამერიკული ანიმაციური სიტკომია, შექმნილი რაფაელ ბობ-უოკსბერგის მიერ. მის მთავარ პერსონაჟს, ბოჯეკს, ახმოვანებს უილ არნეტი, ხოლო სხვა როლებს – ემი სედარისი, პოლ ფ. ტომპკინსი და აარონ პოლი.

სერიალის პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა 2014 წლის 22 აგვისტოს, Netflix-ზე, ხოლო საშობაო გამოშვება გამოვიდა 19 დეკემბერს. სერიალის მხატვარია ლიზა ჰენაუოლტი, რომელიც მანამდე ბობ-უოკსბერგთან ერთად მუშაობდა ინტერნეტ-კომიქსზე „Tip Me Over, Pour Me Out“.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალში მიმდინარეობს მიმდინარე მოვლენების, პოლიტიკოსების და შოუ-ბიზნესის სატირული პაროდირება, იგი ასევე აღიარებულია დეპრესიასთან, ტრავმასთან და თვითგანადგურებასთან ბრძოლის რეალისტური გადმოცემისთვის.

კომენტარები

კომენტარი