საშემსრულებლო ხელოვნება

რობერტ სტურუას “თამაშის დასასრული” გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება

20, 21 და 28 თებერვალს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე სემუელ ბეკეტის “თამაშის დასასრულის” პრემიერა გაიმართება, რომელსაც რობერტ სტურუა გია ყანჩელის ხსოვნას უძღვნის.

სპექტაკლში მონაწილეობენ გოგა ბარბაქაძე, ლევან ბერიკაშვილი, დავით უფლისაშვილი და ნანა ფაჩუაშვილი. წარმოდგენის მხატვარი მირონ შველიძეა.

“თამაშის დასასრული” ირლანდიელი მწერლის, სემუელ ბეკეტის ერთმოქმედებიანი პიესაა, რომელშიც მხოლოდ 4 პერსონაჟი ჩანს. ტექსტი, თავდაპირველად, ფრანგულ ენაზე დაიწერა, თუმცა ბეკეტმა თავადვე გადათარგმნა ინგლისურად. ნაწარმოები ბეკეტის შემოქმედების ერთ-ერთ მწვერვალად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი