კინო საშემსრულებლო ხელოვნება

მარტინ სკორსეზემ ქართველი საოპერო მომღერალი სალომე ჯიქია ახალ დოკუმენტურ ფილმში გადაიღო – თრეილერი

ამერიკელმა რეჟისორმა, მარტინ სკორსეზემ ქართველი საოპერო მომღერალი, სალომე ჯიქია ახალ დოკუმენტურ ფილმში, The Oratorio-ში გადაიღო.

”გმადლობთ, Teatro lirico di Cliliari (Teatro Lirico di Cliliari), რომ მომეცა საშუალება, გავმხდარიყავი ამ საოცარი პროექტის ნაწილი” – წერს სალომე ჯიქია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ფილმი, რომლის პრემიერაც იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი, გასულ წელს ნიუ-იორკის წმინდა პეტრეს ტაძარში გადაიღეს. ის ამერიკულ-იტალიური კოპროდუქციაა.

შეგახსენებთ, რომ ფილმი 1826 წელს დადგმულ ისტორიულ სპექტაკლზე მოგვითხრობს, რომლითაც ამერიკამ, პირველად იხილა და გაიცნო იტალიური და ევროპული ოპერა.

“The Oratorio-ში” ოსკაროსანი რეჟისორი იკვლევს თუ როგორ იმოქმედა ემიგრანტულმა ხელოვნებამ და კულტურამ ამერიკული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.

სოპრანო სალომე ჯიქია 1986 წელს, ზუგდიდში დაიბადა. მან 2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, შემდეგ კი, 2013-2014 წლებში მან სწავლა რომში, სანტა სესილიას ეროვნული აკადემიის საოპერო სტუდიაში განაგრძო. მომღერლის საოპერო დებიუტი იტალიაში შედგა, სადაც მან მოცარტის ოპერაში “ფიგაროს ქორწინებაში” როსინას ნაწილი შეასრულა.

რუსულენოვანი წყარო: NEWSGEORGIA.GE

კომენტარები

კომენტარი