კინო

ვენეციის საპატრიარქომ სერიალ “ახალ პაპს” შეურაცხმყოფელი უწოდა

როგორც იცით, 13 იანვარს, ტელეარხ HBO-ზე პაოლო სორენტინოს სერიალის, “ახალი პაპის” პრემიერა შედგა, რომელიც, “ახალგაზრდა პაპის” გაგრძელებაა.

მეორე სეზონის სიუჟეტის მიხედვით, როცა რომის პაპი, ლენი ბელარდო (ჯუდ ლოუ) კომაში ვარდება, ვატიკანი მისი შემცვლელის, ახალი პაპის ძიებს იწყებს. ყველაზე ღირსეული კანდიდატი არისტოკრატი ჯონ ბრენოქსი (ჯონ მლკოვიჩი) აღმოჩნდება, რომელიც სევდითა და მწუხარებით იტანჯება. მალე, ჯუდ ლოუს გმირი გამოჯანმრთელდება და მათ შორის ბრძოლა იწყება.

მაშინ, როცა ვატიკანს სერიალზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, მის წინააღმდეგ ვენეციის საპატრიარქო გამოვიდა და HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი გააკრიტიკა.

საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სერიალის შესავალში, სადაც ნახევრად შიშველი მონაზვნები ჯვრის ფინზე ცეკვავენ, რელიგიური სიმბოლოებია შეურაცხყოფილი. საპატრიარქო სერიალს რეჟისორის პროვოკაციულ ფანტაზიად მიიჩნევს და ამბობს, რომ ზოგიერთი სცენა აბსოლუტურად გაუმართლებელია.

“ახალი პაპის” გადაღებები, ძირითადად, ვენეციაში მიმდინარეობდა, მათ შორის ჯორჯო ჩინის ფონდის დარბაზში, რომელიც სან-ჯორჯოს უძველეს მონასტერშია განთავსებული. იქ არის გადაღებული, ასევე, ის სცენაც, რომელზეც ვენეციის საპატრიარქო საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ სერიალის მეორე სეზონი 9 ეპიზოდისგან შედგება. მასში ძველ მსახობებთან, ჯუდ ლოუსთან, ხავიერ კამარასთან, სილვიო ორლანდოსა და სესილ დე ფრანსთან ერთად, ახალ მსახიობებს – მერლინ მენსონს, შერონ სტოუნს, იულია სნიგირსა და სხვებს ვიხილავთ.

კომენტარები

კომენტარი