კინო საშემსრულებლო ხელოვნება

სერიალ “ბეჭდების მბრძანებლის” მსახიობთა ვინაობა ცნობილია

კომპანია Amazon-მა სერიალ “ბეჭდების მბრძანებლის” 15 მსახიობის ვონაობა გაასაჯაროვა.

სიაში დასახელებული არიან: მორფიდ კლარკი, მარკელა კავენა, ჯოზეფ მოული, რომელთა მონაწილეობის შესახებაც უკვე ცნობილი იყო, რობერტ არამაიო, ოვაინ არტური, ნაზანინ ბონიადი, ტომ ბაჯი, ისმაილ კრუზი, ემა ჰორვატი, ტაირო მუჰაფიდინი, სოფია ნომვეტე, მეგან რიჩარდსი, დილან სმიტი, ჩარლი ვიკერსი და დენიელ უეიმანი.

A grand journey is defined by its travelers. Meet the first members of our fellowship. #LOTRonPrime. A THREAD.— The Lord of the Rings on Prime (@LOTRonPrime) January 14, 2020

ჩამოთვლილი მსახიობებიდან ყველას როლი ჯერჯერობით არაა ცნობილი. ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ გალადრიელის როლში მორფიდ კლარკს ვიხილავთ; “სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი, რობერტ არამაიო შეასრულებს პერსონაჟს, სახელად ბელდორი; ტაირას როლში ვიხილავთ მარკელა კავენას, ჯოზეფ მოული კი მთავარი ბოროტმოქმედის, ორენის როლს შეასრულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, Amazon-ი სერიალის მინიმუმ ხუთი სეზონის გამოშვებას გეგმავს. კომპანიამ ტოლკინის წიგნების მოტივებზე შექმნილი სერიალებისა და სპინ-ოფების წარმოებაზე უფლება 250 მილიონ დოლარად მოიპოვა. მას კონკურენციას Netflix-ი უწევდა.

აღსანიშნავია, რომ სერიალის შემქმნელებმა გადაღებები ახალ ზელანდიაში დაგეგმეს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ორიგინალი ფილმია გადაღებული.

სერიალი “ბეჭდების მბრძანებელი” ექსპერტთა შეფასებით, ისტორიაში ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სერიალი იქნება.

კომენტარები

კომენტარი