ვიდეოები კინო

ნახეთ: Marvel-მა “შავი ქვრივის” ტრეილერი გამოაქვეყნა

გუშინ, 13 იანვარს, კომპანია Marvel-მა “შავი ქვრივის” ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. ვიდეორგოლი Marvel Entertainment-ის Youtube არხზე გამოქვეყნდა.

ფილმის მოქმედება “შურისმაძიებლების” პირველი ფილმის მოვლენების შემდეგ ვითარდება, ბუდაპეშტში. ამიტომ, მაყურებელი მთავარი გმირის წარსულის შესახებ მრავალ საიდუმლოს გაიგებს. როგორც იცით, Marvel-ის სუპერგმირის როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. ის ერთ-ერთი პირველი შურისმაძიებელია, რომლის ნამდვილი სახელიც ნატაშა რომანოვაა.

ფილმზე რეჟისორმა კეიტ შორტლენდმა, სცენარზე კი ჟაკ შეფერმა და ნედ ბენსონმა იმუშავეს. Marvel-ის ახალ პროექტში სკარლეტ იოჰანსონის გარდა, დევიდ ჰარბორს, ფლორენს პიუსა და სხვებს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ “შავი ქვრივის” პრემიერა 2020 წლის მაისშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი