კინო

“ოსკარის” ნომინაციების რაოდენობით Netflix-ის ფილმებმა რეკორდი დაამყარეს

როგორც იცით, გუშინ, ამერიკის კინოაკადემიის წლევანდელი ნომინანტების სია გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ წლევანდელ “ოსკარზე” სტრიმ სერვის Netflix-ის ფილმებმა ნომინაციების რეკორდული რაოდენობა მიიღეს.

ისტორიაში პირველად, ამერიკული კორპორაციის პროექტებმა “ოსკარზე” 24 ნომინაცია მიიღეს. გასულ წელს, Netflix-ის ფილმები მხოლოდ 15 კატეგორიაში იყო წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ “ოსკარის” მთავარი ჯილდოს, “წლის საუკეთესო ფილმის” ნომინაციაზე დასახელებული 8 ფილმიდან 2 Netflix-ისაა. ესენია: “მარტინ სკორსეზეს “ირლანდიელი” და ნოა ბაუმახის “საქორწინო ისტორია”.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი “ოსკარის” დაჯილოდების ცერემონია 10 თებერვალს, კინოთეატრ “დოლბიში” გაიმართება. ახლაც, ისვეე როგორც გასულ წელს, ცერემონიას წამყვანი არ ეყოლება.

კომენტარები

კომენტარი