კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

სპაიკ ლი პირველი შავკანიანი რეჟისორია, რომელიც კანის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს

ამერიკელი კინორეჟისორი, სპაიკ ლი, 2020 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელი იქნება. ამრიგად, ის პირველი შავკანიანი რეჟისორია, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

62 წლის რეჟისორმა განაცხადა, რომ ამ ამბით ერთდროულად “შოკირებული, გაკვირვებული, ბედნიერი და ამაყია”.

სპაიკ ლიმ დიდი პოპულარობა თავისი 1986 წლის ფილმით, “She’s Gotta Have It”-ით მოიპოვა, რომელიც ბრუკლინელი შავკანიანი გოგონას ისტორიას გვიყვება. ფილმმა კანის კინოფესტივალის პრიზი დაიმსახურა. გასულ წელს, რეჟისორმა გადაიღო კომედია “BlacKkKlansman/ შავი კუკლუქსკლანელი”, რომელიც “ოსკარზე” იყო ნომინირებული. ფილმმა, ასევე, მიიღო კანის კინოფესტივალის გრან-პრი.

კანის კინოფესტივალის ჟიურის დანარჩენი წევრების ვინაობა აპრილში გახდება ცნობილი. კინოფესტივალი 12-23 მაისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი