საშემსრულებლო ხელოვნება

პირს, რომელმაც “ბასიანთან” 3 მოქალაქე დაჭრა, პატიმრობა შეეფარდა

კლუბ “ბასიანთან” მომხდარი ინციდენტის თაობაზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდება მოითხოვა პროკურატურამ, ხოლო დაცვის მხარემ 5,000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი 13 დეკემბერს წარედგინა. ბრალდება გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ხულიგნობას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ, მე-5 ნაწილის გ, მე-7 ნაწილის ა და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილითაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე ბიძინა ჩაჩხიანმა 3 ადამიანი დაჭრა. როგორც ცნობილია, იგი კლუბში ერთ-ერთი არტისტის მოწვევით მოხვდა. აგრესიული ქმედებების გამო კი კლუბის დაცვამ იგი გარეთ გაიყვანა, რასაც შემდეგ ინციდენტი მოჰყვა.

თავდაპირველად, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობდა, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი