საშემსრულებლო ხელოვნება

არTRACKომენდაცია: დღეს მოსასმენი 5 კომპოზიცია

საინფორმაციო სააგენტო “არტნიუსი” გთავაზობთ 5 კომპოზიციას, რომელსაც დღეს უნდა მოუსმინოთ.

BICEP | OPAL (FOUR TET REMIX)

Bicep-ი ცნოიბლი დუეტია, რომელიც 2009 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში დაფუძნდა. მისი წევრები მეთ მკბრიარი და ანდი ფერგიუსო არიან, რომლებმაც ზემოაღნიშნული კომპოზიცია 2017 წელს შექმნეს. მათ მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მსმენელი ჰყავთ და ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებენ.

Nicolai Zagradnick & Max Schramm – Rudolph

ელექტრონული მუსიკა, ჯაზი, ფანკი – ამ ჟანრების ჰარმონიული სინთეზის იდეალური მაგალითია გერმანელი დიჯეისა და პროდიუსერის, ნიკოლაი ზაგროდნიკის შემოქმედება. მოცემული კომპოზიცია მან გერმანელ არტისტთან, მაქს შრამთან ერთად ჩაწერა.

Two Man Sound – Que Tal America 

არ არსებობს მუსიკით დაინტერესებული ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უფიქრია, რომ 70-იანი წლების მერე მუსიკის განვითარება დასრულდა. ბელგიური პოპჯგუფის, Two Man Sound-ის წინამდებარე კომპოზიცია კი უფრო დაგვარწმუნებს იმაში, რომ 50 წლის წინ შექმნილი ტრეკი ჟღერადობითა და სტილით ძალიან ჰგავს თანამედროვე ნაწარმოებებს.

Miles Davis – Generique

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსის, მაილს დევისის თითქმის ყველა ჩანაწერი შედევრად ითვლება. ამის კიდევ ერთი დასტურია 50-იან წლებში შექმნილი ჩანაწერი “გენრიკა”. ვისაც მუსიკისგან სიწყნარე და დასვენება უყვარს, ამის მოსმენა ნამდვილი მისწრებაა.

Dj Tomwildculture – Mkhiaruli Romani

“მხიარული რომანი” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საკულტო ფილმია ქართველებისთვის. იქ ნამღერი “მიმღერე რამე” კი თაობათა ჰიტად იქცა. ახლაც, ქართველი დიჯეისთვის, ლევი ბერიშვილისთვის ეს ინსპირაციის წყარო გახდა და სიმღერის საინტერესო რიმეიქი შემოგვთავაზა, რომელიც ელექტრონული მუსიკისა და ჯაზი ელემენტებით გააფორმა.

კომენტარები

კომენტარი