სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნახეთ: როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები Critics’ Choice Awards-ის წითელ ხალიჩაზე

გუშინ, ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ უკვე 25-ედ გამოავლინა და დააჯილდოვა რჩეული ფილმები.

ცნობილია, რომ კინოკრიტიკოსთა ასოციაციის არჩევანი ხშირად ემთხვევა “ოსკარის” გამარჯვებულ ფილმებს, ამიტომ, მედია უკვე აქტიურად ალაპარაკდა ამერიკის კინოაკადემიის შესაძლო ფავორიტებზე.

Critics’ Choice Awards-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული ტარანტინოს “ერთხელ ჰოლუვდში” გახდა. ამ ფილმმა მიიღო, ასევე, ჯილდო საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვისაც. პრედ პიტი კი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა, თუმცა ის დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია.

საუკეთესო რეჟისორებად დასახელდნენ სემ მენდესი, ფილმისთვის “1917” და ჯუნ-ჰო ბონგი, ფილმისთვის “პარაზიტი”. ამასთან, სამხრეთ კორეულმა ფილმმა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაშიც გაიმარჯვა. სკორსეზეს ფილმმა “ირლანდიელი” მხოლოდ ერთი ჯილდო მიიღო, საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობისთვის.

ტელეპროექტებიდან ტრიუმფატორები გახდნენ სერიალები: “ნაგავი” და “მემკვიდრეები”.

დაჯილდოებების მეორე, საინტერესო და არანაკლებ განხილვადი მხარეა წითელი ხალიჩა და ვარსკვლავების ჩაცმულობა. უნდა აღინიშნოს, რომ “ოქროს გლობუსისგან” განსხვავებით, Critics’ Choice Awards-ზე მსახიიობებმა გადაწყვიტეს, ნაკლები ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ და შედეგად, მედიაში ყველაზე წარუმატებელი კაბების რეიტინგები, ისევე როგორც ეს “ოქროს გლობუსის” შემთხვევაში მოხდა, ჯერ არ გამოქვეყნებულა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ჯენიფერ ლოპესი, რომლის კაბამაც “ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე დიდი კრიტიკა დაიმსახურა; შარლიზ ტერონი; კეიტ ბეკინსეილი; რენე ზელვეგერი, ნიკოლ კიდმანი, ზენდაია, რომლის ჩაცმულობაც კრიტიკოსებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს.

ზენდაია
საიროს რონანი
ჯენიფერ ლოპესი
ლუპიტა ნიონგ’ო
შარლიზ ტერონი
მილო ვენტიმიგლია
ნიკოლ კიდმანი
რეიჩელ ბროსნანი
კრისტოფერ აბოტი
მენდი მური
კეიტ ბეკინსეილი
ლიუსი ჰეილი
ბილი პორტერი
ოლივია უაილდი
ფლორენს პიუ
კრისტენ ბელი
ლორა დერნი
მარგარეტ კუელი

კომენტარები

კომენტარი