კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

Critics’ Choice Awards-ის გამარჯვებულები ცნობილია

გუშინ, ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ უკვე 25-ედ გამოავლინა და დააჯილდოვა რჩეული ფილმები. დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, “ოსკარის” ნომინანტების გამოვლენამდე შედგა.

ცნობილია, რომ კინოკრიტიკოსთა ასოციაციის არჩევანი ხშირად ემთხვევა “ოსკარის” გამარჯვებულ ფილმებს, ამიტომ, მედია უკვე აქტიურად ალაპარაკდა ამერიკის კინოაკადემიის შესაძლო ფავორიტებზე.

Critics’ Choice Awards-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული ტარანტინოს “ერთხელ ჰოლუვდში” გახდა. ამ ფილმმა მიიღო, ასევე, ჯილდო საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვისაც. პრედ პიტი კი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა, თუმცა ის დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია.

საუკეთესო რეჟისორებად დასახელდნენ სემ მენდესი, ფილმისთვის “1917” და ჯუნ-ჰო ბონგი, ფილმისთვის “პარაზიტი”. ამასთან, სამხრეთ კორეულმა ფილმმა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაშიც გაიმარჯვა. სკორსეზეს ფილმმა “ირლანდიელი” მხოლოდ ერთი ჯილდო მიიღო, საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობისთვის.

ტელეპროექტებიდან ტრიუმფატორები გახდნენ სერიალები: “ნაგავი” და “მემკვიდრეები”.

კომენტარები

კომენტარი