კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

“ოსკარის” ნომინაციების რაოდენობით “ჯოკერი” ლიდერია

როგორც იცით, ერთი საათის წინ, ამერიკის კინოაკადემიის წლევანდელ ნომინანტთა სია გამოქვეყნდა.

როგორც ჩანს, ტოდ ფილიპსის “ჯოკერი” კვლავ არ თმობს ლიდერულ პოზიციას და ისევე როგორც”ოქროს გლობუსზე”, ნომინაციების რაოდენობით “ოსკარზეც” პირველ ადგილზეა. ის ამერიკის კინოაკადემიამ 11 ნომინაციაზე წარადგინა, მათ შორის, “საუკეთესო ფილმის”, “საუკეთესო მსახიობისა” და “საუკეთესო რეჟისორის” კატეგორიებში. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post ავრცელებს.

“ჯოკერს” მოსდევს კვენტინ ტარანტინოს “ერთელ ჰოლივუდში”, მარტინ სკორსეზეს “ირლანდიელი” და სემ მენდესის “1917”, 10 ნომინაციით.

შეგახსენებთ, რომ “ოსკარის” რიგით 92-ე დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდში, კინოთეატრ “დოლბიში”, 10 თებერვალს გაიმართება.

“ოსკარის” ნომინანტების სრულ სიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

კომენტარები

კომენტარი