კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

“ოსკარის” ნომინანტები ცნობილია

ახლახან, ამერიკის კინოაკადემიის წლევანდელი ნომიმანტების სრული სია გამოქვეყნდა.

როგორც უკვე იცით, წლევანდელი “ოსკარის” დაჯილოდების ცერემონია 10 თებერვალს, კინოთეატრ “დოლბიში” გაიმართება. ახლაც, ისვეე როგორც გასულ წელს, ცერემონიას წამყვანი არ ეყოლება.

საუკეთესო ფილმის ნომინაციისთვის, წელს, “პარაზიტი”, “ირლანდიელი”, “ერთხელ ჰოლივუდში”, “1917”, “ჯოკერი”, “პატარა ქალები”, “საქორწინო ისტორია”, და “კურდღელი ჯოჯო” იბრძოლებენ.

კაცის საუკეთესო როლის კატეგორიაში წარდგენილნი არიან: ანტონიო ბანდერასი (ტკივილი და დიდება) ლეონარდო დიკაპრიო (ერთხელ ჰოლივუდში) ადამ დრაივერი (საქორწინო ისტორია) ხოაკინ ფენიქსი (ჯოკერი) და ჯონათან პრაისი (ორი პაპი).

ქალის საუკეთესო როლის ნომინაციისთვის იბრძოლებენ: სინტია ერივო (ჰარიეტი)  სკარლეტ იოჰანსონი (საქორწინო ისტორია) სირშა რონანი (პატარა ქალები) შარლიზ ტერონი (სექსსიმბოლო) და რენე ზელვეგერი (ჯუდი).

კომენტარები

კომენტარი