საშემსრულებლო ხელოვნება

ნახეთ: ოზი ოსბორნმა და ელტონ ჯონმა ერთობლივი სიმღერა გამოუშვეს

ცნობილმა მუსიკოსებმა, ოზი ოსბორნმა და ელტონ ჯონმა ერთობლივი სიმღერა, სახელწოდებით “Ordinary Man” გამოუშვეს. ჩანაწერი ცოტა ხნის წინ, Youtube-ზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია ოზი ოსბორნის ამავე სახელწოდების ალბომში შევა, რომელიც 21 თებერვალს გამოვა.

მუსიკოსის ახალი ალბომი ლოს-ანჯელესში ჩაიწერა. ელტონ ჯონის გარდა, მოწვეული მუსიკოსებს შორის არიან, ასევე, Post Malone, Guns N’ Roses-ის გიტარისტი და ამერიკელი მომღერალი ტომ მორელო.

ოზი ოსბორნის თქმით, ეს ალბომი მისი სხვა ჩანაწერებისგან ძალიან განსხვავდება. “ასე სწრაფად არც ერთი ჩემი ალბომი არ ჩამიწერია” – აღნიშნა მუსიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი