საშემსრულებლო ხელოვნება

ხოაკინ ფენიქსი საპროტესტო აქციაზე დააკავეს

ამრიკელი მსახიობი, ხოაკინ ფენიქსი, გუშინ, 10 იავნარს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. აქცია, რომელიც კლიმატის ცვილების წინააღმდეგ გაიმართა, მსახიობისა და აქტივისტის, ჯეინ ფონდას ორგანიზებული იყო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ვაშინგტონში გამარულ აქციაზე ხოაკინ ფენიქსი სიტყვით გამოვიდა და კლიმატის ცვლილებაზე ხორცისა და რძის გადამამუშავებელი ინდუსტრიის გავლენაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობთან ერთად პოლიციამ ამერიკელი კინორეჟისორი, მარტინ შინიც დააკავა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, უკანონო დემონსტრაციაზე სულ 147 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში ე.წ. ეკო-გაფიცვები, სახელწოდებით “Fire Drill Fridays”, უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი