ვიდეოები კინო

ნახეთ: “ფარგოს” მეოთხე სეზონის ტრეილერი გამოქვეყნდა

ტელეარხმა FX  სერიალ “ფარგოს” მეოთხე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა, რომლის მოქმედება მისურიში, 1950-იან წლებში ვითარდება.

სიუჟეტის ცენტრში ორი მაფიოზური ჯგუფია: იტალიელთა და აფროამერიკელთა. მათ კანზას-სიტიში უწევთ თანაარსებობა. ჯგუფის ლიდერები: იტალიელი და აფროამერიკელი უფროს ვაჟიშვილებს ცვლიან, რათა ალიანსის გზით, თავიანთი გავლენები გააძლიერონ.

სერიალი “ფარგო” ძმები კოენების ამავე სახელწოდების 1996 წლის ტრაგიკომედიური ფილმის მოტივზეა შექმნილი. სერიალის პირველი სეზონის პრემიერა 2014 წელს შედგა. მისი რეჟისორი ნოი ჰოულია. პროექტს მიღებული აქვს “ემის” პრემია და “ოქროს გლობუსი”, საუკეთესო მინი-სერიალის კატეგორიებში.

შეგახსენებთ, რომ სერიალის მეოთხე სეზონის პრემიერა 19 აპრილს შედგება.

კომენტარები

კომენტარი