საშემსრულებლო ხელოვნება სტილი, დიზაინი

ტიმოთი შალამე წითელ ხალიჩაზე ფანის ნაჩუქარი მაისურით მივიდა

უკვე ყველა მიეჩვია იმას, რომ ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი, ტიმოთი შალამე, წითელ ხალიჩაზე ყოველთვის ფურორს ახდენს და ყურადღების ცენტრში ექცევა.

ამჯერად, მსახიობი პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, National Board of Review Gala-ზე, Stella McCartney-ის თეთრი კოსტიუმით გამოჩნდა, რომლის შიგნითაც ფანის ნაჩუქარი მაისური ეცვა. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობის ფანმა, ევერი ვარშავმა Harper’s Bazaar-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, დეკემბერში ის პირისპირ შეხვდა მსახიობს, და “პატარა ქალების” პრემიერის შემდეგ მას ეს მაისური აჩუქა.

@RealChalamet I MADE THIS SHIRT😭❤️❤️SO GLAD TO SEE YOU WEARING IT AHH LOOKS SO GOOD pic.twitter.com/s0HhmOFR16— Avery Warsaw (@averyywarsaw) January 9, 2020

ტიმოთი შალამე ახლაგაზრდა ამერიკელი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა ელიო პერლმანის როლით მოიპოვა. (ფილმი “შენი სახელით მომმართე”). ამ როლისთვის ის “ოსკარზეც” კი წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ 1939 წლიდან მოყოლებული, ამ ნომინაციაზე წარდგენილ მსახიობებს შორის ის ასაკით ყველაზე პატარაა.

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ტიმოთი შალამე რეჟისორ ჯეიმს მენგოლდის ახალ ფილმში ბობ დილანს განასახიერებს. აპრილში კი ლონდონში, თეატრალური დადგმის, “4000 მილი” პრემიერა შედგება, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებს. გარდა ამისა, 2020 წელს, ახალგაზრდა მსახიობს უეს ანდერსონის “ფრანგ დისპეტჩერსა” და დენი ვილნევის “დიუნში” ვიხილავთ.

კომენტარები

კომენტარი