საშემსრულებლო ხელოვნება

დევიდ ბოუის ორი ალბომი გამოვა, რომელშიც აქამდე უცნობი ჩანაწერები შევა

წელს, მუსიკოს დევიდ ბოუის ორი ახალი ალბომი გამოვა. მათ მუსიკალური ლეიბლი, Parlophone Records-ი გამოუშვებს. მინი-ალბომში, სახელწოდებით ” “Is It Any Wonder?”, ბოუის ექვსი სიმღერა შევა. მათგან პირველი 8 იანვარს, მუსიკოსის 73-ე დაბადების დღეს გამოვიდა. ეს გახლავთ ცნობილი ჰიტის, “The Man Who Sold the World”-ის აქამდე უცნობი ვერსია. მინი-ალბომის დანარჩენი ტრეკებს 17 იანვრიდან ყოველ კვირას გამოაქვეყნებენ.

“The Man Who Sold the World”-ის ეს ვერსია 1996 წლის ნოემბერში, ნიუ-იორკში ჩაიწერა. მაშინ ბოუი, მუსიკოსებთან ერთად, გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადებოდა, რომელიც თავისი 50 წლის იუბილესთვის ეწყობოდა. 1997 წლის 8 იანვარს, ტელეკომპანია BBC ამ კონცერტს პირდაპირი ეთერით გადასცემდა, თუმცა იქ შესრულებული სიმღერები მაშინ არ გამოუშვიათ.

ახლა კი, 2020 წლის 18 აპრილს, გამოვა ალბომი, სახელწოდებით “ChangesNowBowie”, რომელშიც 1997 წელს გამართულ კონცერტზე შესრულებული სიმღერები შევა.

კომენტარები

კომენტარი