არტ ტესტები კულტურა

რამდენად კარგად იცნობ საქართველოს კონსტიტუციას? (ტესტი)

გორელი ახალგაზრდები პროექტ “ჩვენ, საქართველოს მოქალაქენის” ფარგლებში კონსტიტუციის პოპულარიზაციას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ. მათ გადაწყვიტეს სოციალურ ქსელებში გაევრცელებინათ შემდეგი ორი აქტივობა: იუმორნარევი ქვიზი და თარგმნილი ვიდეო კონსტიტუციის შესახებ.

პროექტი განხორციელდა პლატფორმა “ინიციატივას” მიერ. მონაწილეებს კი ევალებოდათ, რომ დაფინანსების გარეშე საზოგადოებაში კონსტიტუციის პოპულარიზაცია ორიგინალური, კრეატიული და საინტერესო ფორმით მოეხდინათ.

“იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში კონსტიტუციისადმი ინტერესი ძალიან დაბალია და ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით ფაქტს, რომ ადამიანებს არ აქვთ გააზრებული თავიანთი უფლებები და თავისუფლებები, გადავწყვიტეთ, ორიგინალური და მარტივი ფორმით დაგვეინტერესებინა ისინი. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ქვიზში სახალისო ელემენტების შეტანა ერთი მხრივ შემეცნებით უფრო მრავალფეროვანს გახდიდა, მეორე მხრივ კი იგი ასაკობრივ ბარიერს გააქრობდა. რაც შეეხება მეორე აქტივობას, ჩვენ უცხოურ საიტებზე მოვძებნეთ მარტივად აღქმადი ანიმაციური ვიდეო, რომელიც ქართულად გავახმოვანეთ. ანიმაცია საკმაოდ პროდუქტიულია და საზოგადოების ყველა ნაწილს კონსტიტუციის რაობის, ფუნქციისა და მიზნის შესახებ საბაზისო ცოდნას აწვდის” – პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი გიორგი ცერაძე

“ARTNEWS-ი” გთავაზობთ ტესტსა და ანიმაციურ ვიდეოს კონსტიტუციის შესახებ:

ანიმაციური ვიდეო კონსტიტუციაზე: 

კომენტარები

კომენტარი