კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

“ოსკარის” დაჯილდოების ცრემონიას წამყვანი წელსაც არ ეყოლება

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია წელსაც წამყვანის გარეშე გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეარხ ABC Entertainment-ის პრეზიდენტმა, კერი ბერკმა დაადასტურა. წელს, სწორედ ის გახლავთ “ოსკარის” ცერემონიის კურატორი.

მისი თქმით, ორგანიზატორებმა ამჯერადაც იმავეს გაკეთება გადაწყვიტეს, რამაც გასულ წელს “კარგად იმუშავა”. როგორც იცით, 2019 წელს, “ოსკარის” რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი კომიკოსი კევინ ჰარტი უნდა ყოფილიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მსახიობი წარსულში გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებების გამო გააკრიტიკეს, მან შოუს წაყვანაზე უარი თქვა და დაჯილდოების ცერემონიაც წამყვანის გარეშე შედგა.

რა თქმა უნდა, ორგანიზატორთა მხრიდან ეს დიდი რისკი იყო, თუმცა ეს ექსპერიმენტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს, ცერემონიის მაყურებლთა რაოდენობა 12 %-ით გაიზარდა. (29,6 მილიონი ადამიანი).

შეგახსენებთ, რომ “ოსკარის” რიგით 92-ე დაჯილდოება 6 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი