საშემსრულებლო ხელოვნება

ნახეთ: ჰოლივუდის მსახიობები, რომლებიც “დისნეის” პრინცებს ჰგვანან

კომპანია “დისნეი”, როგორც იცით, აქტიურად მუშაობს ძველი, ყველასათვის საყვარელი ანიმაციების რიმეიქებზე. ახალ ფილმებში ჩვენთვის ნაცნობ გმირებს ჰოლივუდის ვარსკვლავები განასახიერებენ და რეჟისორთა არჩევანი ყოველთვის დიდი განხილვის საგანი ხდება: სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება მსახიობების მსგავსება ანიმაციის გმირებთან.

ამ სტატიაში გთავაზობთ ჰოლივუდის მსახიობებს, რომლებიც ძალიან ჰგვანან Disney-ის საკულტო ანიმაციური ფილმების პრინცებს.

ჯეიკ ჯილენჰოლი ძალიან ჰგავს პრიც ერიკს “პატარა ქალთევზადან”. თუმცა, როგორც იცით, რიმეიქში ერიკის როლს მსახიობ ჯონა ჰაუერ კინგი შეასრულებს.
პრინცი “კონკიადან” და მსახიობი ზაკ ეფრონი
პრინცი ფილიპი ანიმაციიდან “მძინარე მზეთუნახავი” და მსახიობი კოლტონ ჰეინსი
პრინცი ადამი ანიმაციიდან “ურჩხული და მზეთუნახავი” და კრის ჰემსვორტი
ალადინი და მსახიობი ზეინ მალიკი
ჯონ სმიტი “პოკაჰონტასიდან” და მსახიობი საიმონ ბეიკერი
პრინცი ნავინი და უილ სმიტი
იუჯინი “რაპუნცელიდან” და მსახიობი ჯეიმს ფრანკო

კომენტარები

კომენტარი