საშემსრულებლო ხელოვნება

თბილისში 15 წლის დიჯეი Federico Gardenghi დაუკრავს

18 იანვარს, Art Hall Venue-ში, ცოტნე დადიანის 26-ში, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი დიჯეი და პროდიუსერი, 15 წლის Federico Gardenghi დაუკრავს.

მუსიკოსი, რომელიც ჯერ კიდევ საშუალო სკოლაშია და ყოველ შაბათ-კვირას, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს, რათა მიჰყვეს თავის გატაცებას. ასაკის მიუხედავად მას უკვე გამოცემული აქვს ავტობიოგრაფიული წიგნი “ABBI FEDE” და თამამად შეიძლება ჩაითვალოს ტექ-ჰაუსის ვარსკვლავად.

ფედერიკომ 4 წლის ასაკში დაიწყო ჰაუს მუსიკით დაინტერესება, ხოლო მისი დებიუტი დიდი აუდიტორიის წინაშე 7 წლის ასაკში, 2012 წლის ახალი წლის ღამეს შედგა.

მისი წარმატება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა 2014 წელს, როდესაც მან ლეგენდარულ კარლ კოქსთან ერთად დაუკრა იბიცაზე. სწორედ ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიჯეი მრავალ კლუბსა და ფესტივალზე მთელს ევროპაში.

ფედერიკოსს მხარს უჭერენ ისეთი საერთაშორისო დიჯეები, როგორებიც არიან Lost Frequencies, Armin van Buuren, LOCO DICE, Fedde Le Grand, Stephan Bodzin, Max Chapman, Roberto Capuano, Luigi Madonna, Lexlay, Merk & Kremont, Matthias Tanzmann, George Privatti, Nakadia და სხვა.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი