კინო

ნახეთ: Sex Education-ის მეორე სეზონის თრეილერი გავრცელდა

სტრიმინგ-სერვისმა Netflix სერიალის “სექსუალური განათლება” მეორე სეზონის თრეილერი გაავრცელა.

როგორც თრეილერიდან ირკვევა, სკოლაში მთავარი გმირის, ოტისის დედა იწყებს მუშაობას, რათა სექსუალურ ჯანმრთელობაზე ისაუბროს. გარდა ამისა, რაც მეივს სკოლიდან გააგდებენ, ოტისი სექსუალური განათლების გაკვეთილებს თავის თანატოლებს აღარ უტარებს.

სერიალის პირველი სეზონი 2019 წლის იანვარში გამოვიდა და მაყურებლისა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონი 17 იანვარს გამოვა. 

კომენტარები

კომენტარი