კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

წელს, BAFTA-ს ყველაზე მეტი ნომინაცია “ჯოკერს” ერგო

როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, ბრიტანული კინოაკადემიის, BAFTA-ს, რიგით 73–ე ცერემონიის ნომინანტები გამოვლიდნენ.

წელს, BAFTA-ს ნომინაციების რაოდენობით ტოდ ფილიპსის “ჯოკერი” პირველ ადგილზეა. მის 11 კატეგორიაშია წარდგენილი, მათ შორის “საუკეთესო ფილმის”, “საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისა” და “მამაკაცის საუკეთესო როლის” ნომინაციებში.

“ჯოკერის” შემდეგ მოდის ტარანტინოს “ერთელ ჰოლივუდში”, რომელიც BAFTA-ს 10 ნომინაციაზეა წარდგენილი.

ლიდერი ფილმების სამეულს ხურავს სემ მენდესის დრამა “1917”, რომელიც 7 კატეგორიაშია დასახელებული.

შეგახსენებთ, რომ ახლახან, სამივე ფილმმა “ოქროს გლობუსის” ჯილდო მიიღო. “1917”-მა საუკეთესო დრამატული ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ხოაკინ ფენიქსი “ჯოკერში” შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა; ტარანტინოს “ერთელ ჰოლივუდში” კი წლის საუკეთესო კომედიური ფილმი გახდა.

კომენტარები

კომენტარი