კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

კრის ჰემსვორტმა ავსტრალიელი მეხანძრეების დასახმარებლად მილიონი დოლარი გაიღო

ავსტრალიელი მსახიობის, კრის ჰემსვორტის ოჯახმა ავსტრალიის მასშტაბურ ხანძარებთან ბრძოლის მხარდასაჭერად ერთი მილიონი დოლარი გაიღო. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობის ინსტაგრამ გვერდიდან გავრცელდა.

მსახიობის თქმით, გადარიცხული თანხით იმ მეხანძრეებს დაეხმარება, რომლემბიც უკვე კვირებია სტიქიას ებრძვიან.

აღსანიშნავია, რომ კრის ჰემსვორტი პირველი მსოფლიო ვარსკვლავი არაა, რომელმაც ავსტრალიის დასახმარებლად დიდი თანხა გაიღო. მანამდე, ეს ნიკოლ კიდმანმა, პინკმა, ჰილარი დაფმა, სელენა გომესმა, რასელ კროუმ, ელენ დეჯენერსმა და სხვებმა გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ტყის ხანძრებმა უკვე მილიონობით ჰექტარი მოიცვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას შეეწირა 17 ადამიანი, დაიწვა ათასობით საცხოვრებელი სახლიც. ხანძრის დროს დაიხოცა, ასევე, ასობით ათასი ცხოველი.

კომენტარები

კომენტარი