ვიდეოები

საშობაო ვიდეოები, რომელსაც მამა 25 წლის განმავლობაში ყოველ წელს იღებდა, ასახავს, თუ როგორ ცვლიან ოჯახის ახალი წევრები ძველ წევრებს

არსებობს საშობაო ტრადიციები, ოჯახური ტრადიციები და, ამასთანავე, არსებობს საშობაო ოჯახური ტრადიციები. ერთ-ერთი ასეთი ოჯახური ტრადიცია პატ კონფალონმა 80-იანებში დანერგა საკუთარ ოჯახში. ის ყოველ წელს, შობას ოჯახის წევრებს უღებდა ვიდეოს – როგორ ჩამოდიოდნენ კიბეზე. მოგვიანებით კი, მისმა შვილმა, ნიკ კონფალონმა მოპოვებული ვიდეოები შეაერთა და პატარა საახალწლო ფილმი შექმნა, რომელიც მნახველს გულგრილს არ ტოვებს.

“ყოველ წელს, მამა გვიღებდა ვიდეოებს” – წერს ნიკი ფილმის აღწერაში. “ეს არის იმ ვიდეოების ნაკრები, რომლის პოვნაც შევძელი. ნათესავები და შინაური ცხოველები იზრდებიან, ქრებიან, მათ ნაცვლად კი ახალ ვიდეოებში ახალი წევრები ჩნდებიან”.

ნიკი ამჟამად ლოს ანჯელესში მოღვაწეობს, იგი მწერალი და პროდიუსერია, ჰყავს ორი შვილი. მისი და იმ ბიჭზე დაქორწინდა, რომელიც 2007 წლის ვიდეოში გამოჩნდა.

ნიკმა, თავდაპირველად, 30 წუთიანი უხმო ფილმი შექმნა, თუმცა, მოგვიანებით, მან სამ წუთიანი ვერსიაც გამოაქვეყნა, რომელსავ იუთუბზე ამ დროისთვის 3 მილიონი ნახვა აქვს.

კომენტარები

კომენტარი