კინო

“გაყინული 2” ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი მულტფილმი გახდა

უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიების მიერ შექმნილი “გაყინული 2” ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი პროექტი გახდა. ანიმაციურმა ფილმმა, მსოფლიო მასშტაბით, 1,32 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლებით მას უსწრებს “მეფე ლომის” რიმეიქი (1,65 მილიარდი) თუმცა Disney-ი მას მხატვრულ ფილმს უწოდებს და არა მულტიპლიკაციურს. შესაბამისად, ანიმაციურ ფილმებს შორის, შემოსავლების კუთხით, “გაყინული 2” ლიდერობს.

უნდა აღინიშნოს, რომ Disney-ის 2019 წლის ფილმებს შორის 6-ის შემოსავალმა მილიარდს მიაღწია. ვარაუდობენ, რომ მათ მალე დაემატება მეშვიდე ფილმიც, “სკაიუოკერი. მზის ამოსვლა”, რომელმაც, ჯერჯერობით, 919 მილიონი დოლარი მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ “გაყინული 2”-ის პრემიერა 2019 წლის 27 ნოემბერს შედგა. აღსანიშნავია, რომ ანიმაციის პირველმა ნაწილმა ორი “ოსკარი”, “ოქროს გლობუსი”, BAFTA, “გრემი” და სხვა ჯილდოები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი