საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

რასელ კროუ “ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე ავსტრალიის ხანძრების გამო არ გამოცხადდა

როგორც იცით, კალიფორნიაში, ბევერლი-ჰილზში, “ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ნომინაციების გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

“ოქროს გლობუსის” პრემია მიიღო ავსტრალიელმა მსახიობმა, რასელ კროუმ, სერიალში “ყველაზე მაღალი ხმა” შესრულებული როლისთვის. მსახიობი დაჯილდოების ცერემონიალზე არ გამოცხადა და ამის მიზეზად ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრები დაასახელა. ორგანიზატორთა თქმით, მსახიობმა ასეთ მძიმე ვითარებაში ოჯახი არ მიატოვა.

დაჯილდოების ცერემონიალზე მსახიობის წერილი წაიკითხეს. გაგზავნილ ტექტსში მან კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ეს კატასტროფული მასშტაბის ხანძარი, ისევ და ისევ, ადამიანის საქმიანობის შედეგია.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ტყის ხანძრებმა უკვე მილიონობით ჰექტარი მოიცვა. სტიქიას შეეწირა 17 ადამიანი, დაიწვა ათასობით საცხოვრებელი სახლიც. ხანძრის დროს დაიხოცა, ასევე, ასობით ათასი ცხოველი.

კომენტარები

კომენტარი