კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

აშშ-ის კინოკრიტიკოსთა გაერთიანებამ 2019 წლის საუკეთესო ფილმი დაასახელა

აშშ-ის კინოკრიტიკოსთა საზოგადოებამ 2019 წლის საუკეთესო ფილმად სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ჯუნ-ჰო ბონის “პარაზიტი” დაასახელა. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის საიტზე გავრცელდა. ეს ფილმი დაჯილდოვდა, ასევე, საუკეთესო სცენარისთვის.

კინოკრიტიკოსთა გადაწყვეტილებით, 2019 წლის საუკეთესო რეჟისორად დასახელდა გრეტა გერვიგი ფილმისთვის “პატარა ქალები”.

საუკეთესო ქალი მსახიობი გახდა მერი ქეი ფლეისი, რომელმაც ფილმში “დიანა” მთავარი როლი შეასრულა. საუკეთესო მამაკაც მსახიობად კი ანტონიო ბანდერასი დასახელდა, რომელმაც ალმადოვარის ფილმში “ტკივილი და დიდება” ითამაშა.

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა კლერ მატონი, ფილმებისთვის “გოგონას პორტრეტი ცეცხლში“ და “ატლანტიკა”.

კომენტარები

კომენტარი