შემოქმედებითი ინდუსტრიები

Coachella 2020-ის ლაინაფი ცნობილია

მუსიკისა და ხელოვნების ლეგენდარული ფესტივალი, Coachella 2020, კალიფორნიაში, 10-12 და 17-19 აპრილს გაიმართება.

გამოცემა Los Angeles Times-ის ცნობით, პირველი კვირის ბილეთები უკვე სრულად გაიყიდა. მეორე კვირის ბილეთების გაყიდვა კი 6 იანვარს დაიწყება.

უკვე ცნობილია, რომ წელს, ფესტივალის ჰედლაინერები ტრევის სკოტი, ფრენკ ოუშენი და რეპ-მეტალ ჯგუფი “Rage Against The Machine” იქნებიან.

ფესტივალის სრული ლაინაფი Coachella-ს Twitter გვერდზე გამოქვეყნდა.

Weekend 1 is sold out 🌴 Register for Weekend 2 presale at https://t.co/x8PRTb12Eh. Presale starts Monday 1/6 at 12pm PT pic.twitter.com/QPRYnJVe9P— Coachella (@coachella) January 3, 2020

როგორც იცით, ქოაჩელას ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი მოვლენაა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ფესტივალი, რომელიც 1999 წლიდან არსებობს, ყოველწლიურად, როკის, ჰიპ-ჰოპის, ინდისა და ელექტრონული მუსიკის წამყვან არტისტებს აერთიანებს და მსმენელს დაუვიწყარ ემოციებს ჰპირდება.

კომენტარები

კომენტარი