ლიტერატურა

მთარგმნელი და პოეტი დავით წერედიანი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მთარგმნელი, დავით წერედიანი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მედიაში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. 

დავით წერედიანი მთარგმნელობით საქმიანობას 1981 წლიდან ეწეოდა. მისი ყველაზე ცნობილი თარგმანებია: გოეთეს “ფაუსტი” და ძმები გრიმების ზღაპრები. 2012 წელს “ფაუსტისთვის”, 2014 წელს კი ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას ლიტერატურული პრემია “საბა” გადაეცა. 

დავით წერედიანი გახლავთ, ასევე, ფრანსუა ვიიონის ლექსების მთარგმნელი, ლიტერეტურული ესეების, ნარკვევებისა და წერილების რამდენიმე კრებულის ავტორი. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს გამოსულმა მისმა “ანარეკლმა” სახელმწიფო პრემია მიიღო. 

კომენტარები

კომენტარი