ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი თანამშრომელს ეძებს

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, განათლებისა და გამოფენების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე, ვაკანსიას აცხადებს და ახალ თანამშრომელს ეძებს.

შერჩეულ კანდიდატს, რომელსაც ორი საკონკურსო ეტაპის გავლა მოუწევს, საკმაოდ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები ექნება. უშუალოდ მის მოვალეობაში იქნება ცენტრის კოლექციებში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობისა და ამ დაწესებულებაში ჩამოყალიბებული სამეცნიერო ტრადიციების საფუძველზე საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტების მომზადება- განხროციელება.

საკონკურსო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი ერთ-ერთი პირობაა – კულტურულ მემკვიდრეობასთან  ან საგანმანათლებლო სივრცესთან დაკავშირებულ სფეროში სტაჟირების ან მუშაობის გამოცდილება.

საბუთების მიღებისთვის ცენტრი ვადას 4 სექტემბრიდან 11 სექტემბრამდე აცხადებს და ახალ საინტერესო კანდიდატებს ელოდება. დეტალური ინფორმაციის მიღება კი დაინტერესებულ პირებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი