ლიტერატურა

კონკურსის “შემოდგომის ლეგენდა 2019” გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა-2019“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც 3 გამარჯვებული გამოვლინდა.

პირველი ადგილი ცოტნე ავსაჯანიშვილმა დაიკავა, რომელიც კონკურსის სიმბოლოსა და 1000 ლარს მიიღებს. მეორე ადგილზე ნინო ბუკია გავიდა, რომელზეც 700 ლარი გადაეცემა. მესამე ადგილის მფლობელი კი დავით კილაძე გახდა და მას 500 ლარიანი პრემია გადაეცემა.

კონკურსში მონაწიილეებს ნაწერებს კი ჟიური აფასებდა, რომლის შემადგნელობაშიც თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, დათო ტურაშვილი, ზაალ ჩხეიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, თეკლა ერემეიშვილი იყვნენ.

შემოდგომის ლეგენდა” სტუდენტური ლიტერატურული კონკურსია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია. კონკურსი მეთერთმეტე წელია რაც ტარდება და ახალგაზრდებს, საკუთარი ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში ეხმარება. 

კომენტარები

კომენტარი