ლიტერატურა

მოსწავლეთა ესეების კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

25 დეკემბერს გაიმართა მწერალთა სახლის ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება, წლევანდელი კონკურსი გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. ჟიურიმ, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგებოდა, შემოსული 500-ზე მეტი ნაშრომიდან 12 საუკეთესო შეარჩია. გაიცა სამი პრემია და ცხრა წამახალისებელი პრიზი.

წელს მწერალთა სახლის მოსწავლეთა ესეების კონკურსის გამარჯვებულები არიან:

I პრემია – თეა ჭელიძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლა;
II პრემია – გიგი მირზიაშვილი, მცხეთის N1 საჯარო სკოლა;
III პრემია – ანა შამათავა, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლა;

წამახალისებელი პრიზები (მაღაზიების „ალტა“ და „ბიბლუსი“ 100 ლარიანი ვაუჩერები) გადაეცათ: ერეკლე ხოხიაშვილს, თერჯოლის რაიონის ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლა; ნათია ბერიძეს, ხულოს მუნიციპალიტეტის ტუნაძეების საჯარო სკოლა; ზარუჰი ათორაკალიანს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის რუსთაველის სახელობის N2 საჯარო სკოლა; ვახტანგ გამცემლიძეს, თბილისის N72 საჯარო სკოლა, როლანდ ხარაბაძეს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა; ნია მერებაშვილს, გორის უნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლა; დარია სტრუკოვას, ნინოწმინდის რაიონის სოფ. ორლოვკის საჯარო სკოლა; მარიამ მახვილაძეს, ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა; გიორგი ხვედელიძეს – ჭიათურის N2 საჯარო სკოლა.

მწერალთა სახლმა მოსწავლეთა ესეების კონკურსი ნოემბრის დასაწყისში გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს.

კომენტარები

კომენტარი