შემოქმედებითი ინდუსტრიები

წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 იწყება 27-29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს

27-29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 გაიმართება, რომელზეც უამრავი სიახლითა და ფასდაკლებით წარმოდგენილი იქნებიან ქართული გამომცემლები.
წიგნის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინონ ძველი და ახალი გამოცემები, დაესწრონ ახალი წიგნებისა თუ თარგმანების პრეზენტაციებს და მოისმინონ საჯარო ლექციები აქტუალურ თემებთან დაკავშირებით. საახალწლო ფესტივალი პატარებსაც უამრავ ლიტერატურულ თამაშსა და გასართობ შოუ-პროგრამას სთავაზობს.
ფესტივალი უკვე მე-6 წელია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მისი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. „ახალი წელი ახალი წიგნებით!“ ასეთია ფესტივალის სლოგანი, რომლის მიზანია საქართველოში წიგნიერების ხელშეწყობა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ღონისძიება 27 დეკემბერს 12 საათზე წლის ბესტსელერი გამოცემების დაჯილდოვებით გაიხსნება. წლევანდელი ფესტივალის ფოკუსია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. წელს პირველად ფესტივალის გახსნის დღეს გამოვლინდება და განსაკუთრებული ჯილდო გადაეცემა ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ადამიანს, რომელიც 2019 წელს გამოირჩეოდა იმ აქტივობებით, რომლებიც სიტყვის თავისუფლების გაძლიერებას უწყობდა ხელს.

„ლიტერატურა მთელი თავისი არსით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზეა დაფუძნებული. ამიტომ, წელს გადავწყვიტეთ ამ თვალსაზრისითაც შევაჯამოთ გასული წელი, მივუძღვნათ არაერთი ღონისძიება სიტყვის თავისუფლების თემას, ამ გზით გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს და მადლობა ვუთხრათ იმ ქართველ მწერლებს, რომელთაც ამ კუთხით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.“ – გვანცა ჯობავა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ფესტივალის ორნგანიზატორები სამი დღის განმავლობაში სტუმრებს უამრავ სიურპრიზსა და სიახლეს ჰპირდებიან. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ფესტივალის მეგობარია თიბისი ბანკი.
მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა, მესამე კორპუ

კომენტარები

კომენტარი