ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება

ნახეთ: ათწლეულის საუკეთესო კლიპი დასახელდა

Youtube-ზე ნახვების რაოდენობის მიხედვით, Forbes-მა ბოლო ათწლეულის 10 საუკეთესო მუსიკალური ვიდეორგოლის სია გამოაქვეყნა. რეიტინგის სათავეში ლუის ფონსის “Despacito” აღმოჩნდა, რომელსაც 2017 წლის 12 იანვრიდან დღემდე 6.5 მილიარდი ნახვა აქვს. მეორე ადგილზეა ედ შირანის სიმღერის, “Shape of You”-ს ვიდეორგოლი, 4,5 მილიარდი ნახვით. სამეულს ხურავს რეპერ ვიზ ხალიფას სიმღერის, “See You Again”-ის კლიპი, რომელსაც 4,3 მილიარდი ნახვა აქვს.

ათეულშია აგრეთვე: მარკ რონსონის “Uptown Funk”, კორეელი შემსრულებლის, PSY-ს “Gangnam Style”, ჯასტინ ბიბერის “Sorry”, Maroon 5-ის “Sugar”, კეტი პერის “Roar”, ჯგუფ “OneRepublic”-ის “Counting Stars” და ედ შირანის “Thinking Out Loud”.

 

კომენტარები

კომენტარი