ვიზუალური ხელოვნება

ნახეთ: ბენქსიმ ახალი, საშობაო ნახატი უსახლკაროებს მიუძღვნა

ცნობილმა ბრიტანელმა ქუჩის მხატვარმა, ბენქსიმ, დიდ ბრიტანეთში უსახლკაროთა რაოდენობის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და ახალი, საშობაო ნამუშევარიც ამ პრობლემას მიუძღვნა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 320,000 – ზე მეტი უსახლკაროა.

ბენქსის გრაფიტი გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ ქალაქში, ბირმინგემშია შექმნილი. თავისი ახალი ნამუშევრის შესახებ ინფორმაცია თავად მხატვრის ინსტაგრამ გვერდიდან გავრცელდა. მან პატარა ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც უსახლკარო მოხუცი სვამს და დასაძინებლად ქუჩის სკამზე წვება. ეს კადრები ფრენკ სინატრას ცნობილი სიმღერის “I’ll Be Home for Christmas/შობას სახლში ვიქნები” ფონზე ჩანს. შემდეგ, კადრი იშლება და კედელზე ბენქსის გრაფიტი ჩნდება.

“ღმერთმა დალოცოს ბირმინგემი. იმ 20 წუთის განმავლობაში, რაიანს რომ ვიღებდით, გამვლელებმა ცხელი სასმელი, ორი შოკოლადი და სანთებელა მისცეს, მაშინ, როცა მას არავისთვის არაფერი უთხოვია” – წერს მხატვარი ვიდეოს აღწერაში.

კომენტარები

კომენტარი