კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

ჰოლივუდის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ ათწლეულის საუკეთესო რეჟისორი დაასახელა

ჰოლივუდის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ ათწლეულის საუკეთესო რეჟისორად კანადელი დენი ვილნიოვი დაასახელა. ეს ჯილდო რეჟისორს 9 იანვარს, ოფიციალურ ცერემონიალზე გადაეცემა.

კრიტიკოსთა შეფასებით, ვილნიოვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმები, 2010 წელის შემდეგ შეიქმნა. 2010-ში გამოვიდა მისი ფილმი “ხანძარი”, რომელიც “ოსკარზე”, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო წარდგენილი. შემდეგ გამოვიდა თრილერი “ტყვეები”, სადაც მთავარი როლი ჯეიკ ჯილენჰოლმა შეასრულა. 2013 წელს შედგა მისი ფსიქოლოგიური დეტექტივის,”მტრის” პრემიერა. შემდეგ იყო ასევე წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ფილმი “მკვლელი” და სამეცნიერო ფანტასტიკა “ჩამოსვლა”, – 47 მილიონით გადაღებული ფილმი, რომელმაც 203 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. რეჟისორის ბოლო ფილმი, “დანის პირზე მორბენალი 2049”, 2017 წელს გამოვიდა.

ვილნიოვი ახლა ფრენკ ჰერბერტის წიგნის, “დიუნის” ეკრანიზაციაზე მუშაობს. ცნობილია, რომ მასში ტიმოთი შალამე, ჯეისონ მომოა, ზენდეია კოულმანი, ოსკარ აიზეკი, ხავიერ ბარდემი, ჯოშ ბროლინი და სხვები მონაწილეობენ. ფილმის პრემიერა 2020 წლის 17 დეკემბერს შედგება.

კომენტარები

კომენტარი